ნადეჟდა სავჩენკო კიევშია - თვითმფრინავი კიევის ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში ახლახანს დაეშვა.
“პრეზიდენტის თვითმფრინავი, რომლის ბორტზე უკრაინის გმირი ნადია სავჩენკო იმყოფება, დაეშვა!” - აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს "ტვიტერის" მიკრობლოგში გამოქვეყნდა.
უკრაინული მედიის ცნობით, აეროპორტში უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო იმყოფება.
რუსულ მხარეს, ნადეჟდა სავჩენკოს სანაცვლოდ, უკრაინაში დაპატიმრებული რუსეთის ორი მოქალაქე, ევგენი ეროფეევი და ალექსანდრ ალექსანდროვი გადაეცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.