საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია ხურჩაში მომხდარ შემთხვევას ეხმაურება.
"იქ რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად გავხსნიდი საპასუხო ცეცხლს და ჩემი სინდისის წინაშე ვიქნებოდი მართალი. ამიტომ ახლა მინდა გარკვევით ვუთხრა იმ უჯიშოებს - წელიწადის ნებისმიერ დროს, დღისით თუ ღამით, ხმელეთზე თუ ჰაერში, დედამიწის ყველა კუნჭულზე, უნდა ელოდნენ განაჩენს. ეს არ არის აფხაზების გაკეთებული, აფხაზი კაცი ამას არ იკადრებდა, რაც მათ გააკეთეს. ამ ახალგაზრდა ბიჭის სამძიმარს ვერც ვამბობ, იმდენად მიჭირს, სანამ ეს მკვლელები თავისუფლებაზე არიან. მე დარწმუნებული ვარ, მათ ეს არ შერჩებათ, მოკლეს ახალგაზრდა კაცი, მაგრამ ვერ მოკლეს ამ კაცის გული“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.