თუკი კორცხელის ინციდენტის მონაწილე პირები არ დაისჯებიან, მაშინ მმართველი პოლიტიკური ძალა დაისჯება, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გააკეთა.
”ინციდენტში მონაწილე პირები უნდა დაისაჯონ. დარწმუნებული ვარ, რომ დაისჯებიან. თუ სხვაგვარად იქნება, მაშინ ამით მმართველი პოლიტიკური ძალა დაისჯება. არა მგონია, მის ინტერესებში შედიოდეს, რომ ხელისუფლება დაისაჯოს კონკრეტული ადამიანების მოქმედებების გამო, იმიტომ რომ ძალადობის აქტებზე რეაგირება ხელისუფლების, სახელმწიფოს და პოლიციის საქმეა და არა აქვს მნიშვნელობა, ვინ დაიწყო, ვინ გააგრძელა, ვინ ჯერ თმაზე მოქაჩა და ვინ მერე მუშტი დაარტყა. დარწმუნებული ვარ, რომ მოძალადები დაისჯებიან - ის ადამიანები, რომელთაც მსგავსი რაღაც დაგეგმეს, თუკი ეს დაგეგმილი იყო და თუ არ იყო - ამასაც გავიგებთ. ვიცი, რომ ეს არის პრემიერ-მინისტრის მყარი განწყობა და გადაწყვეტილება. დარწმუნებიული ვარ, ეს ასე იქნება”, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.