წლების წინ, ყოველი ასეთი ფაქტის შემდეგ, ბოიკოტები რომ გვეცხადებინა, ”ნაციონალური მოძრაობა“ მართლა 30 წელი იქნებოდა ხელისუფლებაში, - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის გადაწყვეტილების შეფასებისას გააკეთა.
”ბოიკოტი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებაა. უბრალოდ ერთს გავიხსენებ - წლების წინ, ყოველი ასეთი ფაქტის შემდეგ, ბოიკოტები რომ გვეცხადებინა, ”ნაციონალური მოძრაობა“ მართლა 30 წელი იქნებოდა ხელისუფლებაში. არჩევნებში მოგება და წარმატებაა საჭირო.
საპარლამენტო მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, პარლამენტში ბევრი გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები, მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებით. ამიტომ ვისურვებდი, პარლამეტმა იმუშაოს, ყველა პოლიტიკურმა ძალამ იმუშაოს. ამასობაში, პოლიტიკური ბოიკოტი ეს არის პოლიტიკური ძალების კონსტიტუციური, რეგლამენტური უფლება და ეს მათი გადასაწყვეტია”, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს. მათი განცხადებით, ვიდრე კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით არ იქნება დადგენილი დამნაშავე, დამკვეთი, ადამიანები, ვინც იმ დღეს იძალადეს, სხდომებს არ დაესწრებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.