საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სამხრეთ კავკასიის საკითხებში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან ვიგენინი მიიღო.
კრისტიან ვიგენინმა პრეზიდენტს და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავი მიულოცა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს.
მხარეებმა ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო განიხილეს. ქვეყნის პირველმა პირმა იმედი გამოთქვა, რომ საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულ და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდება.
გიორგი მარგველაშვილმა კრისტიან ვიგენინთან რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოც განიხილა და ყურადღება ხურჩაში მომხდარი საზარელი მკვლელობისა და ოკუპანტების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე გაამახვილა.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ, ოკუპანტებმა საქართველოს მშვიდობიანი, უდანაშაულო მოქალაქე მოკლეს, რაზეც სამართლებრივი რეაგირება აუცილებელია.
სამხრეთ კავკასიის საკითხებში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელთან საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა, საქართველოში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის ჩატარების განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომელსაც თბილისი ივლისის დასაწყისში უმასპინძლებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.