უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ნადეჟდა სავჩენკო „ოქროს ვარსკლავის“ ორდენით დააჯილდოვა და „უკრაინის გმირის“ წოდება მიანიჭა.
კიევში ჩასვლის შემდეგ უკრაინელი მფრინავი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაემგზავრა, სადაც პრეზიდენტთან ერთად ჟურნალისტების წინაშე წარდგა.
სიტყვით გამოსვლისას ნადეჟდა სავჩენკომ ოჯახის წევრებს მადლობა გადაუხადა.
„ასეთი და რომ არ მყავდეს, ახლა მკვდარი ვიქნებოდი. არ მინდა, რომ ადამიანებს ომი სურდეთ. მაგრამ, სამწუხაროდ, მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ომითაა შესაძლებელი. ბოდიშს ვიხდი იმისთვის, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ. მაგრამ ყოველთვის მზად ვარ, უკრაინისთვის გამარჯვებამდე ვიბრძოლო“, - განაცხადა სავჩენკომ.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერებს ნადეჟდა სავჩენკოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„როგორც ნადეჟდა სავჩენკო დავიბრუნეთ, ისე დავიბრუნებთ დონბასსა და ყირიმს“, - განაცხადა პოროშენკომ.
უკრაინელი მფრინავი, რომელსაც რუსეთში 22-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, სამშობლოში პრეზიდენტის თვითმფრინავით ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.