საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორად გიორგი კობერიძე დაინიშნა.
გიორგი კობერიძე 2003-2007 წლებში სწავლობდა ჰუმანიტარული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე, 2014-2015 წლებში იკავებდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, 2013-2014 წლებში იყო საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე ტექნიკურ და ოპერირების საკითხებში, მანამდე კი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე კომერციულ საკითხებში, 2005-2012 წლებში მუშაობდა შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” (GWP) სხვადასხვა საკვანძო თანამდებობაზე.
გიორგი კობერიძემ თანამდებობაზე ნუგზარ ხუციშვილი შეცვალა, რომელიც კომპანიის დირექტორის მოვალეობას 2016 წლის 9 თებერვლიდან ასრულებდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.