ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე-პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, თანამდებობიდან გათავისუფლებულმა მინისტრებმა ძალიან რთულ დროში მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულეს.
ამის თაობაზე კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის მიერ გუშინ განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
"ჩემი მხრიდან, მე მგონი უხერხულია პრემიერის გადაწყვეტილებაზე საუბარი. ეს ადამიანები, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჩვენი გუნდის წევრები არიან. მათ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულეს ძალიან რთულ დროში და ისინი ჩვენი მეგობრები არიან. მე მათ ძალიან ვაფასებ" - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ საკადრო ცვლილებები განახორციელა და შვიდი მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა. თანამდებობიდან გათავისუფლდა სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი, დევნილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე, გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კოტე სურგულაძე.
უკვე ცნობილია, რომ სოზარ სუბარი დევნილთა მინისტრის პოსტზეა წარდგენილი, ელგუჯა ხოკრიშვილი კი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თანამდებობაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.