მიხეილ ჯანელიძე - საქართველოს მთავრობას გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე შესაბამისი ქმედება არც ერთი წუთით არ დაუგვიანია
26-05-2016, 06:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავრობას და შესაბამის სტრუქტურებს არც ერთი წუთით არ დაუგვიანია საჭირო ქმედება და ნაბიჯი, - ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხის საქართველოს უშიშროების საბჭოს სხდომის ფორმატში განხილვის თაობაზე ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას.

 

ჯანელიძის თქმით, მთავრობა იმედოვნებს, რომ ყველა ის პროცესი და ინსტრუმენტი, რომელიც ხელისუფლებამ აამოქმედა, იქნება ქმედითი და მოხდება დამნაშავის დასჯა და კანონის მიხედვით პასუხისგება.

 

„საქართველოს მთავრობას და ყველა შესაბამის სტრუქტურას არც ერთი წუთით არ დაუგვიანებია შესაბამისი ქმედება და ნაბიჯი. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ყველა იმ პროცესით და ინსტრუმენტით, რომელიც ავამოქმედეთ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, შევძლებთ, რომ დამნაშავე დაიჭირონ და მან კანონის მიხედვით აგოს პასუხი იმ საშინელი დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინა“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

 

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრი განცხადებით, ქართული მხარე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხს დასვამს გალის ინციდენტებზე პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში ხვალისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე.

 

„ჩვენ შესაბამის რეაგირებას ველოდებით ამ მექანიზმის ფარგლებში“, - აღნიშნა ჯანელიძემ.

 

როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტი უახლოეს დღეებში უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას გეგმავს, რომელზეც ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი სწორედ ხურჩაში მომხდარი მკვლელობა იქნება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი