ქობულეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა. მუნიციპლიტეტის ხელმძღვანელებმა საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემოარიალი ყვავილებით შეამკეს და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა სულებს პატივი მიაგეს.
როგორც guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა სპორტული შეჯიბრებები, რომელიც სასპორტო სკოლაში გაიმართა. ჩატარდა საფეხბურთო ტურნირები. გოგონათა შორის გამართულ შეჯიბრში, რომელშიც სხვადასვა მუნიციპალიტეტების გოგონათა ნაკრები გუნდები ასპარეზობდნენ, გამარჯვება ქობულეთის გუნდმა მოიპოვა, ხოლო უბნებს შორის გამართულ შეჯიბრში პირველ ადგილს ჭავაჭავძის უბანი დაეუფლა. სპორტულ შეჯიბრში საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებსა და სხვადასვხა ნომიანციაში გამოვლენილ სპორტსმენებს მუნიციპალიტეტისაგან თასები, მედლები, სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
ქობულეთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გალა კონცერტით დასრულდება, რომელშიც ადგილობრივი ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.