ლიტვის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ქართულ ენაზე ულოცავენ.
”ძვირფასო მეგობრებო, გილოცავთ დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავს! საქართველოს გაუმარჯოს”, -წერს ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი
ლინას ლინკევიჩიუსი ”ტვიტერის” მიკრობლოკში.
თავის მხრივ, ”ტვიტერის” მეშვეობით საქართველოს დღევანდელ დღეს ულოცავს დალია გრიბაუსკაიტე, რომელიც იქვე, ქართულ ენაზე აკეთებს ჩანაწერს: ”გაუმარჯოს საქართველოს”.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მისალოცი ტექსტი ამავე სოციალურ ქსელში ქართულ ენაზე გამოაქვეყნა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.
”გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! თავისუფლების სიყვარული მტკიცედ აკავშირებს ჩვენს ძალზედ მჭიდრო და ემოციურ მეგობრობას”, - ნათქვამია ესტონეთის საგარეო უწყების მილოცვაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.