დღეს დილით რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. გარდაცვლითაგან ერთ-ერთი მძღოლია, ხოლო მეორე მგზავრი, სომხეთის მოქალაქე ქალბატონი.
ტელეკომპანია "რუსთავი 2" -ი თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ერთმანეთს ორი სამარშრუტო ტაქსი შეეჯახა. ავარიის სავარაუდო მიზეზად სიჩქარის გადაჭარბება სახელდება. თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეზღუდულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.