გიორგი კვირიკაშვილი: მთავარი გაკვეთილი, რომელიც ჩვენმა ერმა გამოიტანა ამ 25 წლის განმავლობაში, არის ერთიანობის აუცილებლობა
27-05-2016, 02:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთავარი გაკვეთილი, რომელიც ჩვენმა ერმა გამოიტანა ამ 25 წლის განმავლობაში, არის ერთიანობის აუცილებლობა, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მეორე დიასპორულ პროფესიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

 

 

„ჩვენ გავიარეთ ურთულესი გზა განვითარების, წარმატებების, დაპირისპირების. განვიცადეთ არაერთი მარცხი და გამოვიტანეთ მნიშვნელოვანი გაკვეთილები. ჩვენ პატარა ერი ვართ, არ გვაქვს უფლება, ვიყოთ გახლეჩილი; არ გვაქვს უფლება, ტალახი ვესროლოთ ერთმანეთს. ჩვენ უნდა განვვითარდეთ ერთი საერთო დადებითი მიზნის გარშემო - განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა და ვაქციოთ ის მართლა დამოუკიდებელ, თავისუფალ ქვეყნად. ამისთვის ყველა თქვენგანის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია, თანამემამულეებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში ცხოვრობენ, მაქსიმალურად დავანახოთ ის შესაძლებლობები, რომლებიც არსებობს დღეს ჩვენს ქვეყანაში დაბრუნებისათვის. დღეს ჩვენ გვაქვს არაერთი მექანიზმი შექმნილი იმისთვის, რომ ჩვენი დიასპორა იყოს ჩართული ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.

 


ჩვენს სახელწმიფოს განსაკუთრებული მიდგომა აქვს იმ ინიციატივების მიმართ, რომელსაც ჩვენი დიასპორის წარმომადგენლები იჩენენ. ეს და არა ერთი კიდევ სხვა ინიციატივა იძლევა საშუალებას, ჩვენი თანამოქალაქეები დაბრუნდნენ საქართველოში და ის შესაძლებლობები, რომლებიც იქმნება დღეს ქვეყანაში და განვითარების ის დღის წესრიგი, რომელიც არსებობს, გამოიყენონ მაქსიმალურად, რათა საკუთარი ოჯახები არჩინონ და ის ურთულესი ცხოვრება, რომელიც ბევრ ჩვენს თანამემამულეს გააჩნია უცხოეთში, შეცვალონ უკეთესობისკენ. ზოგიერთი ადამიანი შეიძლება დაბრუნდეს, ზოგიერთმა შეიძლება ეს ახლო მომავლისთვის გადადოს, ზოგიერთმა შეიძლება გააგრძელოს მოღვაწეობა უცხოეთში - ჩვენ ყველა თქვენგანისთვის უნდა ვიყოთ გახსნილები, ყველა თქვენგანის ჩართულობა გვჭირდება. არა აქვს მნიშვნელობა თუ რომელ სოციალურ ფენას მიეკუთვნება და რომელ ქვეყანაშია ჩვენი თანამემამულე, ყველას უნდა ჰქონდეს საშუალება, ჩაერთოს ქვეყნის განვითარების საქმეში.

 


ჩვენ არ გვაქვს უფლება, არ გავამართლოთ ეს იმედები და არ შევქმნათ ის წინაპირობები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ. მინდა გამოვთქვა მზადყოფნა მთელი მთავრობის სახელით, რომ გაგიხსნათ შესაძლებლობები ჩვენს ქვეყანაში, გავხსნათ ჩვენი გულები იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი