პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 18:00 საათზე, მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას წარადგენს.
პრემიერის გუშინდელი გადაწყვეტილებით, შვიდი მინისტრი თანამდებობებს ტოვებს. პოსტებიდან სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი, დევნილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე, გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კოტე სურგულაძე გათავისუფლდნენ.
უკვე ცნობილია, რომ სოზარ სუბარი დევნილთა მინისტრის პოსტზეა წარდგენილი, ელგუჯა ხოკრიშვილი კი, გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ხათუნა გოგალაძეს ჩაანაცვლებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.