გიორგი მარგველაშვილი: მადლობა ქართულ დიასპორას, რომ საქართველოს სახელი ამაყად გაიტანეს მსოფლიოს მასშტაბით
27-05-2016, 02:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"არამარტო პოლიტიკოსები, არამედ ჩვეულებრივი ადამიანები ჩვენთან ერთად ზეიმობდნენ და მაღლა სწევდნენ საქართველოს დროშას" - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მეორე დიაპორულ პროფესიულ ფორუმის გახსნაზე გააკეთა.

 

 

"დიდია ქართული დიასპორის წვლილი და დიდი მადლობა იმისთვის, რომ საქართველოს სახელი ასე ამაყად გაიტანეთ მსოფლიოს მასშტაბით.

სიტყვა ”დიასპორა” ერთი მხრივ, შეიძლება შეიცავდეს ტკივილს, სევდას, მაგრამ ამავე დროს დიდი პოტენციალის და შესაძლებლობების, დიდი სულიერი ძალის მატარებელია, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე დიასპორის წარმომადგენლებისთვის. რეალურად რომ შევხედოთ, არაერთი უმნიშვნელოვანესი პიროვნება, რომელიც ქმნიდა ჩვენს თვითმყოფადობას, ჩვენს კულტურას და მომავალს, საქართველოს გარედან იყო ჩართული ჩვენი ქვეყნის კულტურის შექმნაში.

ისინი არამარტო ინარჩუნებდნენ ქართველობას და თვითმყოფადობას, არამედ ქმნიდნენ კიდეც ამ თვითმყოფადობას”, -განაცხადა პრეზიდენტმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი