ბარაქ ობამა აშშ-ს პირველი მოქმედი პრეზიდენტი იქნება, რომელიც ჰიროსიმას ესტუმრება
27-05-2016, 02:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბარაქ ობამა ჰიროსიმას ესტუმრება და შეერთებული შტატების პირველი მოქმედი პრეზიდენტი იქნება, რომელიც 1945 წლის ატომური დაბომბვის შემდეგ იაპონიის ამ ქალაქში ჩავა.


ობამამ განაცხადა, რომ იგი ბოდიშის განცხადებას არ გააკეთებს ატომური თავდასხმის გამო, მაგრამ პატივს მიაგებს ყველა მათგანის ხსოვნას, ვინც მე-2 მსოფლიო ომში დაიღუპა.


როგორც მან იაპონიის მედიას უთხრა, ვიზიტი აჩვენებს, რომ "თვით ყოფილი მტრებიც კი შესაძლებელია, რომ უძლიერესი მოკავშირეები გახდნენ".


"ჰიროსიმა გვახსენებს ჩვენ რომ ომმა, მნიშვნელობა არ აქვს მიზეზს ან მასში ჩართულ ქვეყნებს, საზარელი ტანჯვისა და დანაკარგების შედეგები დატოვა, განსაკუთრებით კი უდანაშაულო მოქალაქეების მხრივ", დაწერა ობამამ გაზეთ "ასაჰი"-ში.


მსოფლიოს პირველმა ატომურმა ბომბმა, 1945 წლის 6 აგვისტოს, ჰიროსიმაში სულ მცირე 140 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ორი დღის შემდეგ კი ამერიკელებმა მეორე ატომური ბომბი ჩამოაგდეს ნაგასაკიში, რამაც დამატებით 74 000 ადამიანი შეიწირა.

 



 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი