"ეს არის ძალიან დიდი მოვლენა, რომ ლევილის შატო საქართველოს უბრუნდება" - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა. პრემიერის ინფორმაციით, ლევილის მამული შემოდგომამდე საქართველოს გადმოეცემა.
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ, რომელთაც ხელი მოაწერეს საქართველოს სახელმწიფოსთვის ლევილის მამულის დაბრუნების განზრახულობათა ოქმს. ეს არის ძალიან დიდი მოვლენა, რომ ლევილის შატო საქართველოს უბრუნდება. ის ყოველთვის ისედაც ქართველთა საკუთრება იყო, თუმცა გუშინ ხელი მოეწერა მნიშვნელოვან ოქმს, რომლის შედეგადაც საქართველოს შემოდგომის ბოლომდე გადმოეცემა ლევილის მამული“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
გუშინ საზეიმოდ გაფორმდა ლევილის მამულის გადმოცემის წინასწარი თანხმობის აქტი, რომელსაც ხელი საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტთა შთამომავლებმა იუსტიციისა და დიასპორის მინისტრების თანდასწრებით მოაწერეს.
ისტორიული აქტით - წინასწარი თანხმობის დოკუმენტით, საბოლოოდ განისაზღვრა, რომ ლევილის მამულის, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოს, საქართველოს სახელმწიფოსთვის გადაცემის საბოლოო აქტის ხელმოწერა 20 სექტემბრისთვის დასრულდება.
„ისტორიული დღეა იმიტომ, რომ აქ, სადაც ნოე ჟორდანიამ, ნოე რამიშვილმა, ჩხენკელმა გეგეჩკორმა და სხვებმა გამოაცხადეს საქართველოს დამოუკიდებლობა მრავალი წლის წინ, მათი შთამომავლები ხელს აწერენ საზეიმოდ ლევილის მამულის დაბრუნების წინასწარ აქტს. მაშინდელმა მთავრობამ ქართველი ხალხის ფულით შეიძინა, შეინახა, მოუფრთხილდა და შემოგვინახა და დღეს ის უბრუნდება ქართველ ხალხს,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.