ზაზა ურუშაძე: იმის გამო, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მძიმე სოციალური ფონია, მაქსიმალურად ვეხმარებით შეჭირვებულ მოსახლეობას
27-05-2016, 02:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„2016  წელ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 14 884 130 ლარს შეადგენს. გასულ წელთან შედარებით თანხა 1 125 142 ლარით გაიზარდა. იმის გამო, რომ  მუნიციპალიტეტში საკმაოდ მძიმე სოციალური ფონია, მაქსიმალურად ვცდილობთ, დავეხმაროთ შეჭირვებულ მოსახლეობას,“ აღნიშნული განცხადება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ guardian.ge -სთან საუბრისას გააკეთა.


გამგებლის ინფორმაციით, წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან  11 სოციალური პროგრამა ფინანსდება. ესენია:


იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების პროგრამა (12 300 ლარი);


ბიკარბონატული ჰემოდიალიზით-თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა დაწესებულებაში ტრანსპორტირების პროგრამა (28 000ლარი);
 

მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა (30 000 ლარი);


მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა (138 500 ლარი);


ცენტრ „იავნანას“ თანადაფინანსების პროგრამა (10 000 ლარი);


მაღალმთიანი სოფლებიდან მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროგრამა (5 000 ლარი), ლანჩხუთის რეგიონული ორგანიზაციის გამარჯვებულ ქალთა კლუბის სარეაბილიტაციო პროგრამის თანადაფინანსება (10 000ლარი);


ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანადაფინანსების, ეროვნული სკრინინგ ცენტრიდან და სამედიცინო დაწესებულებაში მოწვეული სპეციალისტების ბინით უზრუნველოყოფის პროგრამა (8 600 ლარი);


მზრუნველობამოკლებულთათვის უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა (74 000ლარი);


სხვადასხვა ომებსა და კონფლიქტებში მონაწილე ვეტერანთა დახმარების პროგრამა (400 900 ლარი);


ლანჩხუთის გამგებლის ცნობით, C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების შემდეგ განსაკუთრებით იმატა მოქალაქეთა მომართვიანობამ. შესაბამის სამსახურს 500-მდე პირმა მიმართა, რომლებიც შემდგომ თბილისში  სხვადასხვა კლინიკებში გადანაწილდა.


ზაზა ურუშაძის თქმით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საბავშვო ბაღებს. ამ მიმართულებით წელს 250 000 ლარით მეტი თანხა იხარჯება.


„სადღეისოდ ლანჩხუთში 22 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. სააღმზრდელო ჯგუფების უმეტეს ნაწილს რემონტი ჩაუტარდა. აშენდა თანამედროვე სტანდარტების  5 ახალი საბავშვო ბაღი. უახლოეს დღეებში ჯურუყვეთის, ხოლო ცოტა მოგვიანებით წყალწმინდის  საბავშვო ბაღი გაიხსნება. გასულ წელს  საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის ბიუჯეტი 1 500 000 ლარს შეადგენდა,  წელს ეს ციფრი 1 750 000 ლარამდე გაიზარდა. წინა წლებთან შედარებით გაიზარდა ბავშვთა რაოდენობაც,  დღეს 1 200 აღსაზრდელი გვყავს. ასევე გაუმჯობესდა კვების რაციონიც, რომელიც პედიატრებთანაა შეთახნმებული და ყველა იმ ინგრედიენტისგან შედგება, რაც ბავშვის ორგანიზმისთვისაა საჭირო და აუცილებელი,“ განაცხადა ლანჩხუთის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი