თამარ სანიკიძე არასამთავრობო სექტორს, რექტორებსა და სტუდენტთა ნაწილს ხვდება
27-05-2016, 03:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

განათლების მინისტრი, თამარ სანიკიძე რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის რექტორებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და სტუდენტთა ნაწილს ხვდება.

 

 

შეხვედრა, ცოტა ხნის წინათ, თსუ-ს თვითმმართველობის ყოფილმა პრეზიდენტმა, შალვა საბაურმა პროტესტის ნიშნად დატოვა.

 

 

საბაურმა უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა განხილულ საკითხებთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს პოზიციის გამო და დღევანდელ შეხვედრას შოუ უწოდა. 

 

 

„ჩვენი მიზანი იყო ის, რომ პლატფორმა შექმნილიყო და ამ პლატფორმაში გადაწყვეტილიყო არჩევის წესი, როგორი მოდელის თვითმმართველობა იქნება და რაც შეიძლება მეტი თავისუფლება ჰქონოდათ სტუდენტებს იმისთვის, რომ თავად გადაეწყვიტათ როგორი თვითმმართველობა სურთ. დღეს ამას ეწინააღმდეგებიან. მოდი, ჯერ გადავწყვიტოთ არჩევის წესი, მერე ვიმუშაოთ სისტემურ ცვლილებებზე, ამოვაგდოთ კანონიდან თვითმმართველობის შესახებ 45-ე მუხლი და შემდეგ გავაგრძელოთ მჯელობა - ეს რა დამოკიდებულებაა? ეს არის პრაქტიკულ დონეზე სტუდენტური თვითმმართველობის გაუქმებაზე მსჯელობა და ამის პრეზენტაცია ხდება დღეს“, - განაცხადა შალვა საბაურმა.

 

 

განათლების მინისტრი შეხვედრის მონაწილეებთან ერთად სამ ძირითად საკითხზე მსჯელობს. კერძოდ, თუ როგორ უნდა მოხდეს უმაღლეს სასწავლებლებში საფაკულტეტო საბჭოებში სტუდენტთა პირდაპირი წესით არჩევნები. რექტორისა და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის წესის დარეგულირება და თვითმმართველოასთან დაკავშირებულ საკითხები.

 

 

შეხვედრაზე თსუ-ს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ტექნიკური უნივერსიტეტის, სოხუმის უნივერსიტეტის, სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორები იმყოფებიან. ასევე თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები. ”აუდიტორია 115”-ის წევრები კი შეხვედრაზე არ მივიდნენ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი