2006 წელს რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაციის დროს გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ოჯახს მოსკოვმა 70 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს, - ნათქვამია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
ევროპულ სასამართლოს ჯაბელიას ოჯახმა მიმართა. კვარაცხელიების ოჯახი საჩივარში ამტკიცებდა, რომ მანანა ჯაბელიას მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის მე-2, მე-3 და მე-5 მუხლები, რაც სიცოცხლის უფლებას, წამებასა და უკანონო დაკავებას მოიცავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.