დავით სერგეენკო: ჩნდება ახალი რეალობები და მე ვფიქრობ, რომ ეს ცვლილებები ლოგიკური იყო
22-07-2014, 05:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს შეფასებით, მინისტრთა კაბინეტში განხორციელებული ცვლილებები ლოგიკური იყო.

 


როგორც დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა, მისთვის დიდი პატივი იყო ყველა იმ მინისტრთან მუშაობა, რომლებმაც თანამდებობები დატოვეს.

 


დავით სერგეენკოს თქმით, მისთვის უცნობია მინისტრობის ახალი კანდიდატების ვინაობა.

 


"ჩემთვის დიდი პატივი იყო მათთან ერთად მუშაობა. მათ მართლაც ურთულეს პერიოდში შეძლეს მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება, თუმცა გამოწვევები იცვლება, პერიოდები იცვლება, ჩნდება ახალი რეალობები და მე ვფიქრობ, რომ ეს ცვლილებები ლოგიკური იყო. რაც შეეხება მინისტრობის ახალ კანდიდატებს, ამ წუთის მდგომარეობით ჩემთვის უცნობია ეს კანდიდატები", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

 


პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ 7 მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა. საკადრო ცვლილებები სოფლის მეურნეობის, სასჯელაღსრულების, დევნილთა და განსახლების, გარემოს დაცვის , ინფრასტრუქტურის, კულტურის, დიასპორის მინისტრებს შეეხოთ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი