ხვალ თბილისში სპორტის ახალ სასახლეში ახალდაფუძნებული პოლიტიკური პარტიის "პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” ყრილობა გაიმართება.
პაატა ბურჭულაძის გუნდის წევრის და თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ლადო კახაძის ინფორმაციით, რეგისტრაცია პირველ საათზე დაიწყება, ყრილობას კი თბილისელების გარდა, რეგიონებიდან ჩამოსული მხარდამჭერები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტნიორები დაესწრებიან.
კახაძის თქმით, 28 მაისის ყრილობაზე პარტიის საარჩევნო სია არ იქნება დასახელებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.