"დემოკრატიის მნიშვნელოვანი ასპექტი თავისუფალი სასამართლოა", - აღნიშნული განცხადება აშშ-ს ელჩმა საქართველოში, იან კელიმ ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.
„ამ საქმის დეტალებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან სააპელაციო პროცესი გრძელდება. შეერთებულ შტატებს სურს, ნახოს, რომ საქართველო წარმატებას აღწევს, როგორც თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა. ნებისმიერი დემოკრატიის მნიშვნელოვანი ასპექტი თავისუფალი სასამართლოა, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური ჩარევისგან. ეს განსაკუთებით მნიშვნელოვანია სარჩევნო წელს. ამიტომ ჩვენ საქმეს ყურადღებით დავაკვირდებით,“ - განაცხადა იან კელიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.