ძალიან კარგია, რომ გუშინ ვიხილეთ ქუჩებში გამოსული ასიათასობით მოქალაქე, გაღიმებული და გაბრწყინებული სახეებით, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
„ღონისძიებები ძალიან კარგად ჩატარდა. ეს იყო მართლაც საერთო სახალხო დღესასწაული. ეს არ ყოფილა დღესაწაული მხოლოდ მთავრობისთვის და მთავრობის სტუმრებისთვის" - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ღონისძიებების კარგად ორგანიზებისთვის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს, მაია ცქიტიშვილს და მთლიანად მთავრობის გუნდს მადლობა გადაუხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.