პრემიერი: მინდა, ჩვენს ყველა მხარდამჭერს ვუთხრა, რომ როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს, ჩვენ გვეკისრება უდიდესი თმენის ვალდებულება
27-05-2016, 05:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მინდა, ჩვენს ყველა მხარდამჭერს ვუთხრა, რომ როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს, ჩვენ გვეკისრება უდიდესი თმენის ვალდებულება, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მკთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

 

 

„აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო ინციდენტებს, რომლებიც უკანასკნელი დღეების განმავლობაში აქტიურად იხილება. ეს არის ბოლო ჩატარებული არჩევნების დროს მომხდარი ინციდენტები. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არის მიუღებელი და სამწუხარო ინციდენტი, რომელიც მოხდა. მოგეხსენებათ, რომ მიმდინარეობს გამოძიება. მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მხარდამჭერების, რომ ეს არ არის ჩვენი სტილი. ჩვენ არ ვაპირებთ არჩევნების ამ სტილში ჩატარებას. ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ ძალადობისგან თავისუფალი საარჩევნო გარემო, რათა მოქალაქეებმა შეძლონ თავისუფალ გარემოში, კონფრონტაციის გარეშე საკუთარი ნების გამოხატვა. ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის მშენებლობისათვის უმნიშვნელოვანესი და მინდა, ჩვენს ყველა მხარდამჭერს ვუთხრა, რომ როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს, ჩვენ გვეკისრება უდიდესი თმენის ვალდებულება, ასევე, სამოქალაქო პირებს, რომლებიც არ არიან ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ არიან სახელისუფლებო პოლიტიკური ძალის მხარდამჭერები, ზუსტად ასეთივე დონის თმენის ვალდებულება ეკისრებათ. მათი თმენის პასუხისმგებლობა გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე სხვა პოლიტიკური ძალების მხარდამჭერებისა, რომლებმაც შეიძლება, ხშირ შემთხვევაში პროვოკაციულადაც იმოქმედონ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

 

გიორგი კვირიკაშვილი ძალოვანი უწყებების თანამშრომლებს მოუწოდებს, ასეთი ძალადობრივი ფაქტების მიმართ უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინონ.

 


„იყოს მაქსიმალური მობილიზება. შემდგომში, როცა ჩავატარებთ არჩევნებს შემოდგომაზე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ იყოს პრევენციული ზომები მიღებული, რათა ასეთი ინციდენტები არ განმეორდეს. ძალოვანი უწყებები უნდა იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე, ეს მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი