გიორგი კვირიკაშვილი პროგრამა ”ენპარდის” მეორე ეტაპის დაწყებას გამოეხმაურა
27-05-2016, 05:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე ევროკავშირის პროგრამა ”ენპარდის” მეორე ეტაპის დაწყებას გამოეხმაურა.

 

 

„50 მილიონი ევროს ღირებულების საფინანსო შეთანხმებას მოეწერა ხელი. ეს იქნება სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების პოლიტიკის და რეფორმების ხელშეწყობისთვის და მასთან დაკავშირებული სერვისების გაუმჯობესებისათვის განსაზღვრული დაფინანსება“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

მისივე თქმით, ასევე ძალიან კარგია, რომ უკვე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა დაამტკიცა ასევე 50 მილიონი დოლარის საკრედიტო ხაზი, სპეციალურად ქართული საწარმოებისთვის, რომლებიც განიზრახავენ საკუთარი წარმოების სტანდარტები მიუახლოვონ ევროპულ სტანდარტებს.

 

 

„ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვნი წახალისება ევროპული სტანდარტებით საქართველოში წარმოების, განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისთვის. მოვუწოდებთ ჩვენი საქმიანი წრეეების წარმომდგენლებს, მაქსიმალურად გამოიყენონ ეს შესაძლებლობები. ეს არის პროგრამის პირველი ფაზა და ევრობანკი ითანამშრომლებს საქართველოს საბანკო სისტემის წარმომადგენლებთან, რათა ეს საკრედიტო ხაზები ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი მეწარმეებისთვის“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი