ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა შიდა საუნივერსიტეტო და სახელმწიფო უწყებებს მიმართავს.
„სტუდენტური თვითმმართველობა მიმართავს ყველა ორგანოს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, რომ აღდგეს ინსტიტუციური წესრიგი. აუცილებელია ამ ადამიანების გაყვანა მოხდეს არა მარტო სტუდენტური თვითმმართველობის ოთახებიდან, არამედ ”აუდიტორია 115”-იდან, რომელიც რატომღაც მისაკუთრებული და ოკუპირებული აქვთ. ჩვენ ვაძლევთ გონივრულ ვადას ყველა უწყებას, შიდა საუნივერსიტეტო, თუ სახელმწიფო უწყებებს, რომ უნივერსიტეტიდან ეს ბრბო გაიყვანონ. აღდგეს ინსტიტუციური წესრიგი და ჩვენ გავაგრძელოთ ჩვეულებრივი საქმიანობა“, - აღნიშნა თსუ-ს თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ბახვა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, თუ უნივერსიტეტის დაცვას არ აქვს შესაბამისი შესაძლებლობა, მაშინ მათ უნდა მოუწოდონ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს გაფრთხილების თუ სხვა ქმედებების შემდგომ ამ ადამიანებმა დატოვონ უნივერსიტეტის ტერიტორია.
„ამ ადამიანების ყოფნა უნივერსიტეტში არის ყოველთვის პროვოკაციების და სიტუაციის გამძაფრების მაპროვოცირებელი. მსგავსი ადამიანები უნივერსიტეტის ტერიტორიაზე არ უნდა იყვნენ“, - განაცხადა ბახვა კვირიკაშვილმა.
„აუდიტორია 115“-ის წევრებს თსუ-ში სამი აუდიტორია აქვთ დაკავებული, კერძოდ, დაკავებულია 213-ე აუდიტორია, რომელიც არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მთავარი ოთახი. დაკავებულია აუდიტორია 303, რომელიც თსუ-ს ჰუმანიტარული ფაკულტეტის თვითმმართველობის ოთახია და ასევე აუდიტორია 115.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.