საქართველოს პარლამენტში ამ წუთებში ქორწინებასთან დაკავშირებული ჩანაწერის განხილვა მიმდინარეობს. საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი ახალი ჩანაწერის დამატებას გულისხმობს იმის თაობაზე, რომ ”ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, ემყარება მეუღლეთა ერთობლივ თანასწორობას”.
დეპუტატებს პარლამენტის 80 წევრის ინიციატივას, ზვიად ძიძიგური აცნობს.
ინიციატივის თანახმად, ცვლილება უნდა შევიდეს საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლში, რომელიც ამჟამინდელი რედაქციით არის ასეთი: - ”ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას”.
”იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს პარლამენტში აღნიშნული ინიციატივა ვერ მოიპოვებს მხარდაჭერას, იმიტომ რომ მაღალი კვორუმია საჭირო, კერძოდ 113 ხმა, განხილვებში მონაწილე საზოგადოების პოზიცია იყო ასეთი, რომ გამართლებული იქნება რეფერენდუმის ჩატარება და საზოგადოების გამოკითხვა, რამდენად ემხრობიან ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ქორწინების დაკანონებას”, - განაცხადა მანანა კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.