ნუკრი ქანთარია: ტენდენციები და ინტერპრეტაციები უკვე აქეთკენაა წასული, რომ შეიძლება ”რომეო და რომეო”, ”ჯულიეტა და ჯულიეტა”
27-05-2016, 06:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტენდენციები და ინტერპრეტაციები უკვე აქეთკენაა წასული, რომ შეიძლება ”რომეო და რომეო”, ”ჯულიეტა და ჯულიეტა”, - აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ ქორწინებასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით გააკეთა.

 


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია მომხრეა იმის, რომ კონსტიტუციაში ქორწინებასთან დაკავშირებული ჩანაწერი დაზუსტდეს და ჩაიწეროს, რომ ”ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, ემყარება მეუღლეთა ერთობლივ თანასწორობას”.

 

 

”ლიტერატურაშიც ეს ტენდენცია არასდროს წამოწეულა, რადგან, ბუნებრივია, ეს არ გამოიწვევდა თანაგძნობას. არასდროს არ ყოფილა - ”რომეო და რომეო”, ”ჯულიეტა და ჯულიეტა”, რატომ არ შეიძლებოდა მაშინ ასეთნაირად ყოფილიყო? ”იზოლდა და იზოლდა ”, ”ტრისტანი და ტრისტანი” და ა.შ. არ დამდგარა ეს საკითხი მე-20 საუკუნის ბოლომდე და 21-ე საუკუნის დასაწყისამდე. მერე უკვე წამოვიდა ეს ტენდენციები ხელოვნებაში და დღეს თუ გადავხედავთ ევროპულ და ამერიკულ, თუნდაც კინემატოგრაფიას თუ მხატვრობას, იქ უკვე თითქმის შეუძლებელია ერთი შტრიხი მაინც არ იყოს ამგდაგვარი. ტენდენციები და ინტერპრეტაციები უკვე აქეთკენაა წასული, რომ შეიძლება ”რომეო და რომეო”, ”ჯულიეტა და ჯულიეტა”. მიუხედავად ამისა ეს არ იწვევს თანაგრძნობას, იმიტომ რომ ეს არ არის ბუნებრივი, ეს არის გადახრა, ეს არის ზოგჯერ წამხედურობა, ზოგჯერ სენი, ეს არ არის ორგანული”, - განაცხადა ქანთარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი