ობამას ისტორიული ვიზიტი - ჰიროსიმას ხსოვნა "არასოდეს არ უნდა გახუნდეს"
27-05-2016, 09:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბარაქ ობამა შეერთებული შტატების პირველი მოქმედი პრეზიდენტია, რომელიც 1945 წლის ატომური დაბომბვის შემდეგ ჰიროსიმაში ჩავიდა. ობამამ განაცხადა, რომ 1945 წლის 6 აგვისტოს ხსოვნა არასოდეს არ უნდა გახუნდეს, მაგრამ მას არ მოუხდია ბოდიში შეერთებული შტატების მიერ განხორციელებულ თავდასხმაზე - მსოფლიოს პირველი ატომური დაბომბვა.


ჰიროსიმაში ჩასვლამდე კი ობამამ განაცხადა, რომ იგი ბოდიშის განცხადებას არ გააკეთებდა ატომური თავდასხმის გამო, მაგრამ პატივს მიაგებდა ყველა მათგანის ხსოვნას, ვინც მე-2 მსოფლიო ომში დაიღუპა.


როგორც მან იაპონიის მედიას უთხრა, ვიზიტი აჩვენებს, რომ "თვით ყოფილი მტრებიც კი შესაძლებელია, რომ უძლიერესი მოკავშირეები გახდნენ".


"ჰიროსიმა გვახსენებს ჩვენ რომ ომმა, მნიშვნელობა არ აქვს მიზეზს ან მასში ჩართულ ქვეყნებს, საზარელი ტანჯვისა და დანაკარგების შედეგები დატოვა, განსაკუთრებით კი უდანაშაულო მოქალაქეების მხრივ", დაწერა ობამამ გაზეთ "ასაჰი"-ში.

 

 

მაშინ როცა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ იაპონელების უმეტესობა მიესალმა ობამას ჟესტს, რეგიონის სხვა ქვეყნებმა ამ ვიზიტის ნების დართვის წინააღმდეგ გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ეს გააძლიერებს მეორე მსოფლიო ომში იაპონიის როლის ერთგანზომილებიან შეხედულებას.


ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იაპონიამ არ უნდა დაივიწყოს "სერიოზული ტკივილი", რომელიც მან მეორე მსოფლიო ომის დროს მის მეზობლებს მიანიჭა.

 

 

"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ იაპონია პასუხისმგებლობის მქონე დამოკიდებულებას გამოიჩენს თავისი ხალხისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ, და დარწმუნებით მიუდგება ისტორიას, როგორც სარკეს, იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს ომის ტრაგედიის გამეორება," განუცხადა ჟურნალისტებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჰუა ჩუნინგმა. 




მსოფლიოს პირველმა ატომურმა ბომბმა, 1945 წლის 6 აგვისტოს, ჰიროსიმაში სულ მცირე 140 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ორი დღის შემდეგ კი ამერიკელებმა მეორე ატომური ბომბი ჩამოაგდეს ნაგასაკიში, რამაც დამატებით 74 000 ადამიანი შეიწირა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი