ვენეციის კომისია: იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ამოცანების შესრულება შეძლოს, არსებობს დებულებები, რომელიც მოითხოვს შესწორებებს
27-05-2016, 14:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ კომისია წინასწარ დოკუმენტში განიხილავს, რამდენად შეესაბამება საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტში შეტანილი ცვლილებები ევროპულ სტანდარტებს და არის თუ არა ეს ცვლილებები ზიანის მომტანი საკონსტიტუციო სასამართლოს სათანადო ფუნქციონირებისთვის.

 

 

კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტის დასკვნით ნაწილში ნათქვამია, რომ კომისია მიესალმება გარკვეულ ცვლილებებს, რომელიც გამოიწვევს პოზიტიურ შედეგებს. კერძოდ, ეს ეხება მუხლს, რომლის თანახმად, სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის ახალი სისტემა უზრულვეყოფს რეალურ არჩევანს იმ მოსამართლეებისთვის, რომლებიც შერჩევის პროცედურაში მიიღებენ მონაწილეობას.

 


კომისია ასევე პოზიტიურად აფასებს შემდეგ ცვლილებებს: მოსამართლეთა განსხვავებულ აზრთა გამოქვეყნება, გადანაწილების ელექტრონული სისტემის დაწესება და საკონსტიტუციო სასამართლოს აქტების ძალაში შესვლა სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. ამასთანავე, კომისია აღნიშნავს, რომ არსებობს სხვა დებულებებიც, რომელიც მოითხოვს შესწორებებს იმისთვის, რათა საკონსტიტუციო სასამართლომ შეძლოს ამოცანების შესრულება.

 

 

კერძოდ, კომისიის რეკომენდაციით კანონპროექტში შესატანია შემდეგი ცვლილებები:

 

 

1. მოსამართლეების უფლებამოსილების ვადის მკაცრი შეზღუდვა უნდა დაწესდეს მხოლოდ იმ საკონსტიტუციო ცვლილებასთან ერთად, რომელიც უზრუნველყოფს, რომ უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, მოსამართლე განაგრძობს მუშაობას იქამდე, სანამ დაინიშნება ახალი მოსამართლე. ცვლილება, რომელიც ვადის ამოწურვამდე სამი თვით ადრე მოსამართლის უფლებამოსილებებს ზღუდავს, უნდა გაუქმდეს.

 

 

2. კვორუმი, რომლის თანახმად პლენარულ სხდომებზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა სულ მცირე 6 ხმა უნდა შემცირდეს.

 

 

3. უნდა შეიცვალოს დებულება, რომელიც უფლებას აძლევს ერთ მოსამართლეს, საქმე პლენუმზე გაიტანოს. მოთხოვნა დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების შესახებ უნდა გაუქმდეს. გარდა ამისა, პლენუმზე მოსამართლეებს უბრალო უმრავლესობით უნდა შეეძლოთ ასეთ მოთხოვნაზე ურის თქმა.

 

 

„გრძელვადიან პერსპექტივში, საკონსტიტუციო ცვლილებები აუცილებელია იმისთვის, რომ მოსამართლეების შერჩევა მოხდეს კვალიფიცური უმრავლესობის მიერ. ნებისმიერ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა ჰქონდეს საშუალება, განიხილოს ამ შესწორებების კონსტიტუციურობა მანამ, სანამ ისინი ძალაში შევა“, - ნათქვამია დოკუმენტში. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი