რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციები არაპროდუქტიულია, - აღნიშნული განცხადება საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა გააკეთა.
"ცივი ომის რიტორიკა და სანქციები არაპროდუქტიულია. გადაწყვეტილება უნდა იყოს დიალოგი“, - განაცხადა ციპრასმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ.
კრემლის ლიდერი ოფიციალური ვიზიტით ათენში იმყოფებოდა. მან ციპრასთან გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ყირიმის სტატუსის შესახებ საკითხი დახურულია და მოლაპარაკებები ამასთან დაკავშირებით აღარ გაიმართება.
ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციების გახანგრძლივების შესახებ ევროკავშირში უახლოეს მომავალში მიიღებენ გადაწყვეტილებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.