საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი თინა ხიდაშელი, სახელმწიფო უწყებებში პრემიების გაცემის წესის შესახებ ახალ კანონპროექტს ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირებს.
ცვლილებების მიხედვით სახელმწიფო უწყებებში მაღალი თანამდებობის პირებზე პრემიები აღარ გაიცემა.
ხიდაშელის ინფორმაციით, კანონპროექტს პარალამენტი საშემოდგომო სესიის დაწყებამდე მიიღებს.
"არ შეიძლება, რომ ადამიანი პრემიას ყოველდღე, ყოველკვირა, ყოველთვე იღებდეს. ეს უკვე აღარ არის პრემია, ეს უკვე ხელფასია და მაშინ ვის ვატყუებთ. ასევე არ შეიძლება ეს პრემია იყოს ასტრონომიული რაოდენობის და ვინმეს კეთილ ნებაზე იყოს დამოკიდებული - 80 ათასს, 41 ათასს თუ 17 ათასს გამოგიწერთ"-განაცხადა ხიდაშელმა და აღნიშნა, რომ პრემია თანამდებობრივ სარგოზე მეტი არ უნდა იყოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.