ნიუ-იორკში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა და მდინარე ჰუდსონში ჩავარდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ BBC ავრცელებს.
ინციდენტი ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის ხიდიდან სამ კილომეტრში მოხდა. უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე. წინასწარი ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი, რომელიც სავარაუდოდ, თვითმფრინავს მართავდა. მდინარე ჰუდსონზე სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.
მედიის ცნობით, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი მეორე მსოფლიო ომის დროინდელია. ის საჰარო ძალების მუზეუმის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობდა, რომელიც ამ მოდელის თვითმფრინავის 75 წლის იუბილეს მიეძღვნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.