კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-დიეგოში, აშშ-ს პრეზიდენტობის “რესპუბლიკელი” კანდიდატის მომხრეები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ინციდენტის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ BBC ავრცელებს.
ამერიკელი ბიზნესმენის ათასობით მოწინააღმდეგემ მშვიდობიანი აქცია მექსიკის საზღვართან ახლოს გამართა. ადგილზე დონალდ ტრამპის მომხრეები მივიდნენ, რაც ფიზიკური დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. პოლიციამ აქციის 35 მონაწილე დააკავა.
დონალდ ტრამპმა სამართალდამცავებს ვითარების განეიტრალებისა და დამნაშავეების დაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.