მიხეილ სააკაშვილი: პუტინმა ვერ მოახერხა ჩემი მთავრობის ჩამოგდება
24-07-2014, 00:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რეალობაა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დაშინება უყვარს.

 


ამის შესახებ მან CNN- თან ინტერვიუში განაცხადა, სადაც საუბრის მთავარი თემა "როგორ გავუმკლავდეთ პუტინს" იყო.

 

 

"ვფიქრობ, პუტინს ძალიან ბევრი უნახავს. ის ყოველთვის შედის კონფლიქტში ხან საქართველოსთან, ხან უკრაინასთან. მისი გამოსვლები ხშირად ასევე, აშშ-ს მისამართით გამოთქმულ ბრალდებებსაც შეიცავს, თუმცა მან ვერ მოახერხა ჩემი მთავრობის ჩამოგდება, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საკმაოდ დიდი ძალებით შემოიჭრა. მას იმ მომენტში, აშშ აღუდგა წინ" - განაცხადა სააკაშვილმა.

 

 

მისივე თქმით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, პუტინი ამერიკამ შეაჩერა და აუხსნა, რომ ზუსტად ეს იყო ხაზი, სადაც რუსეთი უნდა გაჩერებულიყო.

 

 

"ჩვენი მცირე რესურსებითაც შეგვეძლო ეს გაგვეკეთებინა, მაგრამ ამერიკამ პუტინს აუხსნა, რომ ზუსტად ეს იყო ის ხაზი, სადაც რუსეთი უნდა გაჩერებულიყო და პუტინი გაჩერდა იმ ხაზზე, სადაც გააჩერეს" - განმარტა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

ექსპრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ რუსეთს იმ მომენტში არ შეაჩერებდნენ, შესაძლოა, მის მიერ გამოწვეული კონფლიქტები ევროპის სხვა ქვეყნებშიც გავრცელებულიყო, ისევე, როგორც მაგალითად, ყირიმის შემთხვევაში მოხდა.

 

 

სააკაშვილის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ევროპულმა ქვეყნებმა რუსეთს სანქციები დაუწესონ, თუნდაც მისგან გაზი არ შეიძინონ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი