მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერად პაატა ბურჭულაძე აირჩიეს. ამ წუთებში სპორტის ახალ სასახლეში მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისათვის“ პირველი ყრილობა მიმდინარეობს.
ყრილობაზე შეკრებილ პარტიის აქტივისტებს სიტყვით მიმართეს პარტიის ლიდერებმა ხათუნა ლაგაზიძემ, გიორგი რუხაძემ და გიორგი თაქთაქიშვილმა.
ყრილობაზე იმყოფებიან საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული დელეგატები. დღესვე, პარტიის წესდებას დაამტკიცებენ და მის თავმჯდომარესაც აირჩევენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.