შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დავით ნატრიაშვილი დაინიშნა
28-05-2016, 10:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი, დავით ნატრიაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

 

 

დავით ნატრიაშვილს სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იგი იყო საქართველოს კონტროლის პალატის იურისტი, შს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელი, ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე, ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს უფროსის მოადგილე, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, შს სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტირებისა და მონიტორინგის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი, სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს სამეწარმეო იურიდიული პირის - შპს ”პერსპექტივას“ დირექტორი, შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფროსი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი. 2015 წლის აგვისტოდან დავით ნატრიაშვილი მუშაობდა შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი