ნადეჟდა სავჩენკო შეწყალებისთვის პუტინს მადლობას არ გადაუხდის
29-05-2016, 02:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნადეჟდა სავჩენკო თავისი შეწყალებისთვის პუტინს მადლობას არ გადაუხდის.

 

ამის შესახებ უკრაინელმა მფრინავმა ტელეკომპანია „დოჟდ“-ის ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, სწორედ პუტინმა წაართვა მას თავისუფლება, ამიტომ სავჩენკოს შეწყალება პუტინის მხრიდან ჩადენილი შეცდომების გამოსწორებაა. „შესაძლოა მადლობა გადავუხადო, თუ სხვა უკრაინელებს გაათავისუფლებს“, - აღნიშნა სავჩენკომ.

 

უკრაინელი მფრინავი 2014 წლის ივნისში ლუგანსკის ოლქში ტყვედ აიყვანეს, რის შემდეგაც რუსეთის ტერიტორიაზე ჩაიყვანეს. მიმდინარე წლის მარტში როსტოვის სასამართლომ მას რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

 

სავჩენკო 26 მაისს გაათავისუფლეს, რუსული მედიის ცნობით, პუტინმა ის შეიწყალა.

 

სავჩენკო უკრაინაში დაკავებულ რუსეთის ორ მოქალაქეზე, ევეგენი ეროფეევსა და ალექსანდრ ალექსანდროვზე გაცვალეს, რომლებიც, უკრაინული მედიის ცნობით, მოქმედი რუსი სამხედროები არიან.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი