თურქეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმსა და მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადა. მთავრობის მეთაურის სასარგებლოდ 315 დეპუტატმა მისცა ხმა, წინააღმდეგი კი პარლამენტის 138 წევრი აღმოჩნდა. „როიტერსის“ ინფორმაციით, ქვეყნის წარმომადგენლობითმა ორგანომ მთავრობის მეთაურის საკანონმდებლო პროგრმაც მოიწონა.
ბინალი ილდირიმი თურქეთის მმართველი პარტიის თანადამფუძნებელია. ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრად მას შემდეგ დაასახელეს, რაც მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ლიდერად აირჩიეს.
ილდირიმმა მთავრობის მეთაურის პოსტზე აჰმეთ დავუთოღლუ ჩაანაცვლა, რომელიც პრეზიდენტთან რამდენიმეკვირიანი დაძაბული ურთიერთობის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.