თეა წულუკიანი ვენეციის კომისიის დასკვნაზე: მთავარია, არ დაირღვეს საქართველოს კანონი
29-05-2016, 08:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"მთავარია, არ დაირღვეს საქართველოს კანონი," - აღნიშნული განცხადება იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით გააკეთა.

 


მინისტრი საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელ განცხადებასა და მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებსა გამოეხმაურა. 

 

 

“ვაანალიზებთ იმას, თუ რა შეიძლება იქნეს ვენეციის კომისიის დასკვნიდან მისაღები იმდენად, რომ ამან არ დაარღვიოს თვითონ ქართული კანონი. გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც არის ფუძემდებლური ტექსტი და ყველა შემოთავაზება ჩვენი პარტნიორებისა სწორედ ამ ჭრილში უნდა შეფასდეს. მე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მინდა ყველაფერი საუკეთესო ამ სამყაროში. მათ შორის ისიც, რომ მოსამართლეები, რომლებიც 10 წლით არიან დანიშნულნი თუ შერჩეულნი, კონსტიტუციის თანახმად, მან 10 წელი იმსახურონ. მივცეთ საშუალება, თვითონ აირჩიონ საკუთარი თავმჯდომარე პირველი ოქტომბრიდან, იყვნენ ძლიერები და ჰქონდეთ იმის განცდა, რომ ამ სასამართლოში ყველა კოლეგია არის თანასწორი,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

საკონსტიტუციო სასამართლომ იუსტიციის მინისტრი მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და აღნიშნულთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადებაც გაავრცელა.

 

 

”საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მედიით გაკეთებული განმარტებისას, რომელიც ვენეციის კომისიის შუალედურ დასკვნას უკავშირდებოდა, განაცხადა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთი მიზანია, შესაძლებლობა არ მისცეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, ხელოვნურად გაიხანგრძლივონ უფლებამოსილების ვადა, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.    

 

 

აღნიშნული განცხადება წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციის და საზოგადობის შეცდომაში შეყვანის მორიგ მიზანმიმართულ მცდელობას. საკონსტიტუციო სასამართლო მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს, საჯაროდ დაასახელოს ის შემთხვევები, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა უფლებამოსილება ხელოვნურად იქნა გახანგრძლივებული.    

 

 

საკონსტიტუციო სასამართლოს ოცწლიანი ისტორიის მანძილზე ერთხელ შეიცვალა სასამართლოს ძირითადი შემადგენლობა და რამდენიმე შემთხვევაში - ცალკეული მოსამართლეები. აქედან მხოლოდ სამ შემთხვევაში (2006, 2011 და 2014 წლებში) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოსამართლეებს შესაძლებლობა მიეცათ, დაესრულებინათ მიმდინარე საქმეები. აღნიშნული ვადა არც ერთ შემთხვევაში არ აღემატებოდა სამ თვეს. ამასთანავე, კანონმდებლობა ერთმნიშვნელოვნად კრძალავს ამ პერიოდის განმავლობაში ახალი საქმის განხილვას, მოსამართლე უფლებამოსილია დაასრულოს მუშაობა მხოლოდ მიმდინარე საქმეზე.    

 

 

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, დაასრულოს მიმდინარე საქმეები, ემსახურება კონსტიტუციური მართლმსაჯულების ეფექტურ განხორციელებას და კონკრეტული მოსარჩელის ინტერესების დაცვას. აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ მიიჩნევს იუსტიციის მინისტრი, რომ აღნიშნული რეგულაცია იწვევს მისი გამოყენების მანკიერ პრაქტიკას, რის გამოც, საჭიროებს მყისიერ შეცვლას. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს ოცწლიანი ისტორიის მანძილზე აღნიშნულ ნორმას არასდროს გამოუწვევია საკონსტიტუციო სასამართლოს ან ახლად არჩეული მოსამართლის საქმიანობის შეფერხება”, - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი