სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესს“ უმასპინძლებს.
სუს-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონგრესი თბილისში, სასტუმრო “რედისონში” ჩატარდება. აღნიშნული ღონისძიება საქართველოში პირველად 2014 წლის 1–5 ივნისს გაიმართა. კონგრესი ორ ათწლეულზე მეტია, ძირითადად ხორვატიასა და შვეიცარიაში იმართებოდა. კონგრესის თბილისში ჩატარების გადაწყვეტილება ქიმიური, ბილოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს უკავშირდება.
ღონისძიებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მასპინძლობს და მისი მხარდამჭერია აშშ-ის მთავრობა. მასში მსოფლიოს 30 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ქბრბ სფეროს ექსპერტები და მეცნიერები მონაწილეობენ. ღონისძიებაზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორებიცაა ბირთვული და რადიოლოგიური უსაფრთხოება, მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გაუვრცელებლობა, ბიოდაცულობა და ბიოუსაფრთხოება, ქიმიური უსაფრთხოების ასპექტები და ა.შ.
კონგრესის ფარგლებში დაგეგმილია რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ საჩვენებელი საველე ვარჯიშის მოწყობა. ღონისძიებას უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირები, საქართველოს მთავრობის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.