საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ანდრეი კისკას დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა.
ამ წუთებში კი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს. დაგეგმილია შეხვედრა გაფართოებულ ფორმატშიც, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები მედიასთან განცხადებებს გააკეთებენ.
სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდრეი კისკა საქართველოს სახელმწიფო ვიზიტად 29 მაისს ეწვია. სლოვაკეთის პრეზიდენტი საქართველოში ბიზნესმენთა დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. ის ორ ბიზნესფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც თბილისსა და ბათუმში გაიმართება.
პრეზიდენტის ადმინისტრაცის ინფორმაციით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.