"ბურჭულაძის პარტიას რეალური შანსი აქვს იმისა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი წაართვას" - რამაზ საყვარელიძე
30-05-2016, 01:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"მგონია, რომ ბურჭულაძის პარტიას რეალური შანსი აქვს იმისა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი წაართვას," აღნიშნული განცხადება პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ გაზეთ "რეზონანსთან" საუბრისას გააკეთა.

 

 

"რა თქმა უნდა, ჯერ ძალიან ადრეა იმისათვის, რომ საარჩევნოდ რაიმე პროგნოზი გააკეთო, თანაც ძალიან დინამიკური პოლიტიკური ცხოვრება გვაქვს და ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. ამ ეტაპზე მე მაინც გავთავხედდები და მცირე პროგნოზს გავაკეთებ, საინტერესოა, შემდეგ გამართლდება თუ არა. მგონია, რომ ბურჭულაძის პარტიას რეალური შანსი აქვს იმისა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი წაართვას. რაც შეეხება იმას, რაც ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ისინი მიზნად ისახავენ ხელისუფლებაში მოსვლას, ეს სავსებით ბუნებრივია. ბრძოლას ნებისმიერი პარტია, რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებით უნდა შეუდგეს. უბრალოდ მეჩვენება, რომ პარტიას ცოტა გამოცდილება აკლია საიმისოდ, რომ მან უმაღლესი შედეგები აჩვენოს ამ პირველსავე შერკინებაში. ამიტომ მგონია, რომ პარტია კმაყოფილი უნდა დარჩეს იმით, რომ მან მიიღოს წამყვანი ოპოზიციური ძალის სტატუსი და გამოცდილება უკვე მომავალ პოლიტიკურ საქმიანობაში დააგროვოს, მაგრამ იქნება თუ არა ეს ასე, ამას მომავალი გვიჩვენებს," განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

 

 

პოლიტოლოგის თქმით, საინტერესო იქნება ბურჭულაძის პარტიისა და "ნაციონალური მოძრაობის" ურთიერთობა და აგრეთვე ისიც, აღიქვამს თუ არა ეს ორი პარტია ერთმანეთს კონკურენტებად.

 


"საინტერესოა სამომავლო რამდენიმე შტრიხი. თუ გახსოვთ, მიხეილ მაჭავარიანმა თქვა ადრე, რომ ჩვენ თანახმა ვიქნებით ბურჭულაძის პარტიასთან თანამშრომლობაზეო, მაგრამ ბურჭულაძის მხრიდან ამაზე რეაქცია არ იყო. ახლა საინტერესოა, როგორი იქნება "ნაციონალებისა" და ბურჭულაძის პარტიის ურთიერთობა. თუკი პარტიულ განაცხადებს დავუჯერებთ, ისინი უფრო მეტად არიან კონკურენტები, ვიდრე "ქართული ოცნება" და ბურჭულაძის პარტია. ანუ, ორივე ეს გუნდი - "ნაციონალებიცა" და ბუჭულაძის პარტიაც ალბათ სწორედ იმისთვის იბრძოლებს, რომ პარლამენტში ოპოზიციურ სპექტრში წამყვანი პოზიციები დაიკავონ. საინტერესოა, აღიქვამს თუ არა ეს ორი პარტია ერთმანეთს კონკურენტებად", - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

 

 

პოლიტოლოგი თვლის, რომ "მთელი საქართველოს მასშტაბით ამდენი ხალხის მობილიზაციას და თვითონ ღონისძიების ასე მოწესრიგებულად ჩატარებას ბევრი გამოცდილი პარტია ვერ მოახერხებს".

 

 

"საქართველოში პოლიტიკურ პროცესებს 1988 წლიდან აქტიურად ვადევნებ თვალს. ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი პროგრამა მომისმენია და ძალიან ბევრი პოლიტიკური პრეზენტაცია მინახავს. დიდი მადლობა ორგანიზატორებს, რომ პოლიტოლოგები ყრილობაზე მიგვიწვიეს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პარტიამ პირველი ნაბიჯები გადადგა, სავარაუდოა, რომ შემდეგი ნაბიჯებიც შთამბეჭდავი იქნება, რადგან ამ ყრილობაში არის ბევრი ისეთი ორგანიზაციული პრობლემა, რომელიც ადვილი მოსაგვარებელი არ არის. პარტიამ კი მათ მოგვარებას თავი შესანიშნავად გაართვა. მთელი საქართველოს მასშტაბით ამდენი ხალხის მობილიზაციას და თვითონ ღონისძიების ასე მოწესრიგებულად ჩატარებას ბევრი გამოცდილი პარტია ვერ მოახერხებს, მათ მოახერხეს. ორგანიზებულობა პარტიის ერთ-ერთი მნიშვნელოვნი თვისებაა. ასე რომ, ამ მხრივ სავარაუდოა, რომ პარტია უახლოეს ხანებში კიდევ უფრო ძლიერი იქნება", - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი