ვახტანგ ხმალაძე - ე.წ. გერმანული მოდელის მიღება ოპოზიციური ფრაქციებისა და უფრაქციო დეპუტატების მობილიზაციის ხარისხზე იქნება დამოკიდებული
30-05-2016, 02:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის მიღება დამოკიდებული იქნება ოპოზიციური ფრაქციებისა და უფრაქციო დეპუტატების მობილიზაციის ხარისხზე, - განაცხადა ”რესპუბლიკელმა” დეპუტატმა ვახტანგ ხმალაძემ.

 

დეპუტატის თქმით, თუკი აღნიშნული მოდელის მიღებას საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს, მიზეზი იქნება ის, რაც 25 წელია არსებობს - რომ არსებული საარჩევნო სისტემა ხელისუფლებაში მყოფ გუნდს აშკარა უპირატესობას აძლევს.

„ელემენტარული არითმეტიკაა, სკოლის მოსწავლეც კი გაიგებს, რომ ამ მოდელის მიხედვით პარტიას ან საარჩევნო ბლოკს შეხვდება მანდატების იმდენი პროცენტი, რამდენი ამომრჩეველიც მისცემს ხმას ანუ თუ პარტიულმა სიამ მიიღო ხმების 40 პროცენტი, მას ერგება 60 მანდატი, თუ მიიღო 10 პროცენტი, ერგება 15 მანდატი. შეიძლება იყოს უმნიშვნელო გადახრა ერთ ან ორ მანდატში დათვლისას. განსხვავებით იმ მოდელისგან, რომელიც დღეს გვაქვს ანუ რომელიც 26 წელია საქართველოში მოქმედებს. შეიძლება პარტიამ მიიღოს ხმების 40 პროცენტი და მაჟორიტარული სისტემის ხარჯზე, შეხვდეს 70-მდე მანდატი ანუ იმაზე ორჯერ მეტი, რაც ერთმა პარტიამ აიღო. ამ პროცესს ასწორებს ის სისტემა, რომელსაც ჩვენ პარლამენტს ვთავაზობთ“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

 

რაც შეეხება კითხვას, რამდენაად შეგროვდება ხმების საჭირო რაოდენობა ამ მოდელის მისაღებად, ხმალაძემ აღნიშნა, რომ ამის პროგნოზირება ადვილი არ იქნება და ხმების შეგროვება დამოკიდებული იქნება ოპოზიციური ფრაქციების მობილიზაციის ხარისხსა და იმ დეპუტატებზე, ვინც არც ერთ ფრაქციაში არ არის.

 

პარლამენტში საარჩევნო სისტემის ”გერმანული მოდელის” პროექტის განხილვა მიმდინარეობს. ”საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც ფრაქცია ”რესპუბლიკელების” მიერ არის ინიცირებული, ადამიანის უფლებათა დაცვისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატი ვახტანგ ხმალაძემ წარადგენს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი