სლოვაკეთის პრეზიდენტის ვიზიტი იქნება მნიშვნელოვანი იმპულსის მიმცემი ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობისთვის, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტთან, ანდრეი კისკასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"ჩვენ გვქონდა ძალიან თბილი, მეგობრული შეხვედრა შარშან, როდესაც მე თქვენ გეწვიეთ. ეს მეგობრული შეხვედრა გაგრძელდა დღესაც და ჩვენ შევთანხმდით იმ ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებზე, რომლებსაც ტრადიციულად ჩვენ ვავითარებდით ერთობლივ ფორმატებში”, - განაცხადა მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკეთის პრეზიდენტს საქართველოს ევროპული და ევროპული ინტეგრაციის კონტექსტში მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
”მიმაჩნია, რომ თქვენი ევროკავშირის პრეზიდენტობა, რომელიც იწყება სულ ცოტა ხანში, იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ უფრო გააღრმაოს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ტემპი. ჩვენ უკვე ტრადიციულად გვაქვს თანამშრომლობა როგორც კულტურულ, ასევე სამხედრო სფეროში და ბუნებრივია, ჩემი და თქვენი ვიზიტებით იქმნება სულ უფრო მეტი ახალი შესაძლებლობები ბიზნესთანამშრომლობის თვალსაზრისით. ძალიან სასიამოვნოა, რომ თქვენ ბიზნესმენების დიდ ჯგუფთან ერთად ჩამობრძანდით. ბუნებრივია, ის თანამშრომლობა და მემორანდუმები, რომლებიც დაიდება ჩვენ პალატებს შორის, გახსნის ფართო შესაძლებლობას სლოვაკი ბიზნესმენების დაინტერესებისთვის საქართველოში და ქართველი ბიზნესმენების აქტიური ჩართვისთვის სლოვაკეთის ბიზნესში.
გამოვხატავ სიხარულს თქვენი აქ ჩამობრძანებით და მომავალი რამდენიმე დღე, დარწმუნებული ვარ, ნაყოფიერი და წარმატებული იქნება ჩვენი ქვეყნებისთვის”, - განაცხადა მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.