ანდრეი კისკა: ჩამოვედი, რომ მხარი დაგიჭიროთ ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე
30-05-2016, 03:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე ჩამოვედი იმისთვის, რომ იმპულსი მივცე ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას, ჩამოვედი, რომ მხარი დაგიჭიროთ ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, - განაცხადა სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ანდრეი კისკამ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

 

 

„საქართველო არის ქვეყანა, რომელიც მდიდარია ისტორიული მემკვიდრეობით, ულამაზესი ბუნებით. საქართველოში გატარებული პირველივე საათების შემდეგ, დარწმუნებული ვარ, თან გამყვება უდიდესი შთაბეჭდილებები იმ რეალობის შესახებ, რაც აქ დამხვდა. ჩემთან ერთად ჩამოვიდა ბიზნესჯგუფი და ჩვენ შევისწავლით, როგორ დავეხმაროთ ორივე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. იმედი მაქვს, რომ უამრავ პოზიტიურ სიურპრიზს შევთავაზებთ ჩვენს ქვეყნებს. ჩამოვედი, რომ მხარი დაგიჭიროთ თქვენ, თქვენს ხალხს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე.

 

 

მე ვიცი, რომ უამრავი პრობლემა გაგაჩნიათ ამ გზაზე, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იაროთ წინ. ჩვენი შეხვედრის დროსაც ხაზი გავუსვით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ში გაწევრიანება გახდეს რეალობა. ჩვენ ზომით ფაქტობრივად ერთნაირი ქვეყნები ვართ. ჩვენი მშობლების თაობა ვერც კი იოცნებებდა იმაზე, რომ ჩვენ გავხდებოდით ნატო-ს წევრები, მაგრამ დღეს ეს რეალობაა და ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის პრეზიდენტიც ხდება. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება საქართველოს აძლევს საკმაოდ დიდ ძალას ამ გზაზე. ბევრი თქვენგანი წლების წინ, ალბათ, ვერ წარმოიდგენდა, რომ ამ ხელშეკრულების გაფორმება მოხდებოდა. ამიტომ ეს არის ის ბილიკი, რომელზეც თქვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ივლით. ნატო-ს ბოლო სამიტის შემდეგ კი, ალბათ, ძალიან კარგი მოლოდინები უნდა გქონდეთ იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა ამ ორგანიზაციასთან. უამრავი რამ გაკეთდა, ჩატარდა სამხედრო წვრთნები და იმედი მაქვს, შემდეგ სამიტზე გაცილებით მეტ მხარდაჭერას მოიპოვებს თქვენი ქვეყანა“, - განაცხადა კისკამ.

 

 

მან ასევე ისაუბრა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გასატარებელ რეფორმებზე და აღნიშნა, რომ მუხედავად დასაწყისში არსებული სირთულეებისა, რეფორმებმა საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა სლოვაკეთში.

 

 

ანდრეი კისკამ სლოვაკეთსა და საქართველოს შორის გამართულ საფეხბურთო მატჩზეც იხუმრა.

 

 

„მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რაოდენ მეგობრული ქვეყნებია საქართველო და სლოვაკეთი. 3:1 კი მოგიგეთ ფეხბურთში, მაგრამ ნუ მიიღებთ ამას პიროვნულად. ჩვენც მოგვიგეს გერმანელებმა. ფეხბურთი ვერ შეუშლის ხელს ჩვენს მეგობრობას“, - აღნიშნა კისკამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი