გურამ ადამაშვილი ბაქოში აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებს და ევროპის ახალგაზრდა ლიდერებს შეხვდა
30-05-2016, 03:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

,,ახალგაზრდები და გლობალური გამოწვევები“ - აღნიშნული სახელწოდებით 26–28 მაისს გამართულ ფორუმში 13 ქვეყნიდან ახალგაზრდა ლიდერებმა გლობალურ გამოწვევებზე იმსჯელეს და მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს. სასწავლო შეხვედრა ორგანიზებული გახლდათ საერთაშორისო ახალგაზრდა დემოკრატიული კავშირის (IYDU) მიერ, რომელსაც მასპინძლობდა ახალგაზრდული აზერბაიჯანული პარტიის ახალგაზრდული ფრთა.

 


ა/ო ,,პოზიციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გურამ ადამაშვილმა შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ბაჰარ მურადოვასთან, აზერბაიჯანის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებსა და აზერბაიჯანულ ფონდებთან ქ.ბაქოში, გაეცნო მათ საქმიანობას და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გზები.

 


ადამაშვილის განცხადებით, დაიგეგმა მსგავსი ხასიათის ფორუმების სხვა ქვეყნებში გამართვაც.

 


,,ეს იყო მეტად საინტერესო და სასარგებლო ფორუმი. მსოფლიოს 10–ზე მეტი ქვეყნის წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განვიხილეთ მსოფლიოსა და რეგიონის ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ვიმსჯელეთ დემოკრატიული პროცესების გაღრმავებისა და მასში მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის აუცილებლობაზე“- განაცხადა გურამ ადამაშვილმა.

 

baqo 2 baqo 3 baqo 4 baqo 5

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი