თამაზ მეჭიაური მთავრობას მენეჯმენტს უწუნებს და აცხადებს, რომ ჯობდა ჯენიფერ ლოპესის ან კიმ კარდაშიანის ჩამოყვანა.
დეპუტატი ვარაუდობს, რომ მმართველ გუნდს სურდა, რომ მომღერალ რობი უილიამსის კონცერტი აქტივში ჩაეწერა.
მისივე თქმით, რამდენიმე ლგბტ ამომრჩეველი შეიძლება მთავრობას დაემატა, მაგრამ სამაგიეროდ, სხვა ხმები დაკარგა.
”ალბათ, მმართველ გუნდს ეს კონცერტი აქტივში უნდოდა ჩაეწერა, მაგრამ თუნდაც ერთი უკანალის ჩვენებით ამდენი მილიონი უკუღმა შემოუტრიალდა. რამდენიმე ლგბტ ამომრჩეველი შეიძლება მათ დაემატათ, მაგრამ სამაგიეროდ სხვა ხმები დააკარგინა. სწორი მენეჯმენტი რომ ჰქონოდათ, ალბათ, ჯობდა ჯენიფერ ლოპესი ან კიმ კარდაშიანი ჩამოეყვანათ. მართალია, იქ ლგბტ-ების ხმები შესაძლოა დაეკარგათ, მაგრამ სამაგიეროდ, ასეთი ვაჟკაცების (აგერ, ოპერატორები რომ დგანან) ხმებს ნამდვილად მოიპოვებდნენ”, - აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა და დასძინა, რომ ათეული მილიონი ”ასეთი იაფფასიანი შოუების მოსაწყობად ნამდვილად არ ღირდა”.
მომღერალ რობი უილიამსის კონცერტი თბილისში, დინამო არენაზე 27 ივნისს გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.