ნოდარ ხადური - დღეს გაცილებით ნაკლები ადამიანია უმუშევარი, ვიდრე თუნდაც 4 წლის წინ
30-05-2016, 04:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ადამიანებთან ურთიერთობა და მათთვის ინფორმაციის მიტანა მართლაც მნიშვნელოვანია, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა იმ კითხვის საპასუხოდ, თუ რატომ გახდა საჭირო ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საარჩევნოდ ”ხალხთან გავიდეს”, რის შესახებაც ის ღია წერილში საუბრობს.

 

ნოდარ ხადურმა აღნიშნა, რომ ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ინფორმაცია არ არის მიტანილი ადამიანებთან იმ სახით, როგორც ეს უნდა იყოს.

 

„ადამიანებთან ურთიერთობა და მათთვის ინფორმაციის მიტანა მართლაც მნიშვნელოვანია. ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ინფორმაცია არ არის მიტანილი ადამიანებთან იმ სახით, როგორც ეს უნდა იყოს“, - განაცხადა ხადურმა.

 

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის წერილს, ნოდარ ხადური ყოფილი პრემიერის მიერ მოყვანილ მაჩვენებლებს დაეთანხმა.

 

„ეს არ არის ცოტა, ბევრია. ძალიან ბევრია გასაკეთებელი. მაგრამ დღეს გაცილებით ნაკლები ადამიანია უმუშევარი, ვიდრე თუნდაც 4 წლის წინ. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ ეს არ არის საკმარისი. თქვენ ნახეთ ის სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც ბატონმა ბიძინა მოიყვანა და ხედავთ, რომ გაზრდილია ინვესტიციების რაოდენობა. თუნდაც ის, რომ აპრილში 4,3 პროცენტი იყო ეკონომიკური ზრდა, აჩვენებს, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას. იმ რთულ რეგიონსა და გარემოში, რომელშიც ვცხოვრობთ. ჩვენ არათუ შევძელით შეგვენარჩუნებინა ეკონომიკური ზრდა, არამედ ვაღწევთ საკმაოდ კარგ მაჩვენებელს“, - განაცხადა ხადურმა.

 

კითხვაზე, რა მანდატით მიიტანს ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობამდე ინფორმაციას, ნოდარ ხადურმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს დამატებითი მანდატი არ სჭირდება.

„მან პირადად განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის შექმნის სათავეებთან იდგა და იმ გუნდს, რომლის ხელმძღვანელიც ის იყო, მათ შორის, როგორც პრემიერ-მინისტრი“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

 

მან იმედი გამოთქვა, რომ „ქართული ოცნება“ მომავალ პარლამენტშიც უმრავლესობით მოვა.

 

ბიძინა ივანიშვილმა დღეს მოქალაქეებისადმი ღია წერილი გაავრცელა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი